„დაე, ცოდნის შეძენა ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობად იქცეს“-ბათუმის N30 სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ
07-10-2021
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად შეხვდნენ.
სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.
პირველი მასწავლებელი ნესტან ბობოხიძე პირველკლასელებს სწავლის დაწყებას განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავს.
„გილოცავთ ჩემო პირველკლასელებო! კეთილი იყოს თქვენთვის ამ უმნიშვნელოვანესი გზის დასაწყისი! შეიძლება ითქვას, რომ ზღაპარი დაიწყო! დაე, ცოდნის შეძენა თქვენთვის იქცეს ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობად. ამისათვის მე ყველაფერს გავაკეთებ. ვიქნები მზრუნველი და მოსიყვარულე, შემოქმედებითი და განსხვავებული, რომ ცოდნის შეძენა მართლაც დაემსგავსოს ჯადოსნურ ზღაპარს! კიდევ ერთხელ გილოცავთ ძვირფასო პირველკლასელებო“, - წერს პედაგოგი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს