ღების საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ სამსონიძის პროექტის -„ტოლერანტობა“ წარმატება
07-10-2021
2020-21 სასწავლო წლის ფარგლებში პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილის, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი კონსულტანტ-მასწავლებლის - თამარ სამსონიძის ხელმძღვანელობით eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პროექტი „ტოლერანტობა“ განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი დაჭილდოვდა eTwinnin-ის  ეროვნული ხარისხის ნიშნით და ამჟამად ევროპული ხარისხის ნიშნის მინიჭებას ელოდება.

პროექტში ჩართული იყო შემდეგი ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი. მონაწილეობდა 24 მასწავლებელი, 84 მოსწავლე და 19 სკოლა. ჩატარდა ონლაინ შეხვედრები ქართველ და უცხოელ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.

პროექტი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხარისხის ნიშანზეა წარდგენილი. პროექტის ძირითადი მიზნებია: მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება/გაუმჯობესება; შემოქმედებითი და კრეატიული უნარების წახალისება; წერის უნარის განვითარება ინგლისურ ენაში; მეტყველების უნარის განვითარება; ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება/გაუმჯობესება; მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.

პროექტის სამუშაო და რესურსების მოსამზადებელი თემებია: „ტოლერანტობა“; „უთხარი არა ბულინგს“; „უთხარი არა რასიზმს“; „რელიგიური არატოლერანტობა“; „შეზღუდული შესაძლებლობები“; „გენდერული უთანასწორობა“; „პოლიტიკური დისკრიმინაცია“; „ეთნიკური დისკრიმინაცია“; ან „ეთნიკური არათანასწორობა“ „დისკრიმინაცია განათლებაში“ ან „განათლების უფლება“; „ეროვნებაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია“; კრიმინალი მოტივირებული არატოლერანტობითა და დისკრიმინაციით“; „ღირებულებები“; „სილამაზე“(გარეგნული ნიშნით დისკრიმინაცია); „დისკრიმინაციის ტიპები“; „ადამიანის უფლებები.“

საგნებს შორის ინტეგრცია განხორციელდა შემდეგი მიმართულებით: ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, უცხო ენები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მუსიკა, სპეციალური საჭიროებები, დაწყებითი განათლება.

პროექტის ფარგლებში მომზადებული რესურსები: ელექტრონული ბლოგი, კოლაბორაციული პრეზენტაცია Google Drive-ზე, Work in mixed groups-მუშაობა შერეულ ჯგუფებში, პრეზენტაციები PowerPoint-ში, ელექტრონული წიგნები, Pdf/პდფ წიგნები, პოსტერები, ბუკლეტები, ვიდეო პრეზენტაციები, მოკლე ვიდეოები პროექტის სამუშაო თემებთან დაკავშირებით.
ვირტუალური გალერეა, პრეზენტაციები კონვერტირებული ვიდეო ფორმატში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203