ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლამ, რომელსაც 4 წელია პირველკლასელი არ ჰყოლია, წელს ერთი მოსწავლე მიიღო
07-10-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლა პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლას 4 წელია პირველკლასელი არ მიუღია, წელს კი სკოლაში ერთადერთი პირველკლასლი შევიდა. 
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარა მოსწავლეს, რომელიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა. მისი კლასი საჭიროებისამებრ მოხატეს და მოაწყვეს.  

სკოლა ყველა მოსწავლეს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

„4 ოქტომბერს ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ მოსწავლეები.
ოთხი წელია სკოლას პირველკლასელი არ ჰყოლია, წელს ერთადერთი პირველკლასელის მისაღებად სკოლა განსაკუთრებულად მოემზადა, საკლასო ოთახი ბავშვის საჭიროების მიხედვით მოიხატა, სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვებს წიგნები და სასწავლო ნივთები  აჩუქა. პირველკლასელს კომპიუტერი გადასცეს, სკოლა აღჭურვილია ყველანაირი სასწავლო რესურსით.
სკოლას მონატრებული ბავშვები სწავლას შეუდგნენ“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203