ხიხანის საჯარო სკოლა მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
07-10-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლა მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
სკოლის დირექცია პედაგოგებს წარმატებებსა და კარიერულ წინსვლას უსურვებს.
„ხიხანის საჯარო სკოლის პედკოლექტივი მთელი გულით გილოცავთ მასწავლებლის დღეს. დიდხანს იცოცხლეთ! გისურვებთ წარმატებებს“,- წერს სკოლა.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდაა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს