თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა 
07-10-2021
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებას მიაღწიეს.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.  

ინტელექტ-ჩემპიონატში სკოლის 8 მოსწავლე მონაწილეობდა:

  • გიორგი ოთხოზორია;
  • მარიკა საჯაია;
  • ელისო საჯაია;
  • ვერიკო ბერულავა;
  • გენო საჯაია;
  • ლოლა მორგოშია;
  • საბა საჯაია;
  • სალომე ოთხოზორია.
მათგან მეორე ეტაპზე ორი მოსწავლე - მარიკა საჯაია და ვერიკო ბერულავა,  გადავიდა, რომლებმაც ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპში შეეჯიბრნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203