„სამშობლოს თქვენი სახით ღირსეულ თაობას შევძენთ“- ძენწმანის საჯარო სკოლაში პირველკლასელები საზეიმოდ მიიღეს
07-10-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
მოსწავლეებს სკოლა წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„ჩვენო პირველკლასელებო. წარმატებით გევლოთ, ჩვენო პატარებო. გპირდებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოგცეთ სრულფასოვანი განათლება. სამშობლოს თქვენი სახით ღირსეულ თაობას შევძენთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს