ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
07-10-2021
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დისტანციურ კონკურსში მონაწილეობდა სკოლის 10 მოსწავლე:

  1. ლიკა სიჭინავა;
  2. ნინი სიჭინავა;
  3. ნინი ჯანაშია;
  4. ლანა სახურია;
  5. ანა სახურია;
  6. ლუკა პაჭკორია;
  7. იამზე სიჭინავა;
  8. ალექსანდრე სიჭინავა;
  9. გურამი სიჭინავა;
  10. გიორგი სიჭინავა.
მათგან კონკურსის შემდეგ ეტაპში 9 მოსწავლე გადავიდა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე მოსწავლეები „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 05 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჩხოროწყუელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203