ხაშურის N2 სკოლის პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი მაყვალა შუბითიძე, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, დაჯილდოვდა
07-10-2021
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზვიად ქურდაძემ და ხაშურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად გოგუაძემ, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის წარმატებული მასწავლებლები, მათ შორის ხაშურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მაყვალა შუბითიძე, დააჯილდოვეს.

მერიისგან სიმბოლური საჩუქრები მიიღეს პედაგოგებმა, რომელთაც ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიულ, შემოქმედებით საქმიანობასა და მომავალი თაობის აღზრდაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.

მაყვალა შუბითიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება აქვს. მას ტიტულის აღსანიშნავი მედალი და სერტიფიკატი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად გოგუაძემ გადასცა.

წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება. 

მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ მიულოცა პედაგოგებს პროფესიული დღე და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში უმნიშვნელოვანესია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203