ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული ღონისძიებით მიულოცეს
07-10-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული ღონისძიებით მიულოცეს. 

„მასწავლებლის დღეს ვულოცავთ ყველა მასწავლებელს! ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, მოსწავლეების ჟრიამული არ მოგაკლდეთ!
„უნდა გავშალოთ ფრთა ვით არწივმა,
გვერქვას მამულის რკინის კედელი,
სამშობლოსათვის თავის გაწირვა, - აი რას ამბობს მასწავლებელი!...
ჩვენი სკოლის მე-6 კლასმა და სოფო მასწავლებელმა ეს დღე გაგვილამაზეს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდაა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203