ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, რეგულაციების დაცვით, საკლასო ოთახებში განახლდა
07-10-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, რეგულაციების დაცვით, საკლასო ოთახებში განახლდა.
მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.
წელს სკოლამ ერთი პირველკლასელი მიიღო, რომელსაც დირექტორი ნანი კერესელიძე და კლასის დამრიგებელი საზეიმოდ დახვდნენ.
„4 ოქტომბრის დილა გამორჩეული და ყველასთვის სასიხარულო იყო ,რადგან საშუალება მოგვეცა მასწავლებლებს და მოსწავლეებს სწავლა ცოდნის ტაძარში გაგვეგრძელებინა. სკოლის დირექციამ ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ სწავლა განახლებულიყო ყოველგვარი რეგულაციების დაცვით. სკოლამ მიიღო ერთი პირველკლასელი, მას ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანი კერესელიძემ და კლასის დამრიგებელმა. ახალი სასწავლო წელი ნაყოფიერი და წარმატებული ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის ყველა ბავშვისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს