ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი დასწრებით ფორმატში შემართებითა და აქტიურად დაიწყო.
აღასანიშნავია, რომ სკოლას გასულ სასწავლო წელსაც არაერთი წარმატება ჰქონდა, რაც მოსწავლეთა მიღწევებში გამოიხატება.
საბაზო საფეხური სულ 5-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 2-ს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერები გადაეცემათ. შეგახსენებთ, რომ კომპიუტერი იმ მოსწავლეებს გადაეცემათ, რომელთა საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე.
2020-2021 სასწავლო წელს სკოლას ჰყავდა 6 კურსდამთავრებული, მათგან ერთმა 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, 2-მა კი უფასო ფაკულტეტზე ჩააბარა.
„2020-2021 სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაძლია 5-მა მოსწავლემ აქედან 2 კომპიუტერს მიიღებს. საშუალო საფეხური დაძლია 6-მა მოსწავლემ, რომელთაგანაც 1 არის ოქროსმედალოსანი, ჩააბარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 50% დაფინანსებით, 2 მოხვდა უფასო ფაკულტეტებზე, 2 კი ფასიანზე“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.