წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღეს კლასის საათი მიეძღვნა
07-10-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IVკლასში მასწავლებლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით კლასის საათი ჩატარდა. 

მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ლექსებითა და ნახატებით მიულოცეს. კლასის საათის თემა იყო „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!“

„ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასში ჩატარდა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კლასის საათი სახელწოდებით „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!“
სიმღერებით, ლექსებით, ნახატებით მოსწავლეებმა გაუგზავნეს მესიჯი ყველა მასწავლებელს - უდიდეს პატივს გცემთ და ჩვენ, ყველა თქვენს წინაშე ქედს ვიხრით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203