დასამახსოვრებელი და სახალისო პირველი სასწავლო დღე დიდგორის საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის
07-10-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში განაახლეს.
მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ. სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სამი პირველკლასელისთვის, რომელთაც პედაგოგები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დახვდნენ.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე 2021-22 სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, მაგრამ 4 ოქტომბერს მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა სასიხარულოდ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. დიდგორის საჯარო სკოლას წელს 3 პირველკლასელი მოსწავლე ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფებით სკოლის ალტერნატიულ ფართში, ადმინისტრაცია ეცადა ეს დღე მათთვის ყოფილიყო დასამახსოვრებელი და სახალისო. დირექტორმა და მასწავლებლებმა პირველკლასელებს ცოდნის მიღების ამ ახალ ასპარეზზე გზა დაულოცეს და წარმატება უსურვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს