სადახლოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ
06-10-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ. 

სკოლის 7-მა პედაგოგმა წელს სტატუსი აიმაღლა და უფროსი მასწავლებელი გახდა.

„ჩვენს სკოლაში 3 წამყვანი და 8 უფროსი მასწავლებელი, პრაქტიკოს მასწავლებლებთან ერთად მუშაობს. 7 მასწავლებელს ოქტომბერში აესახა უფროსის სტატუსი. ეს მასწავლებლები არიან: ფარმან ზეინალოვი, ადილხან მახმუდოვი, ნაზილა ემინოვა, ჩიჩაქ შამილოვა, სოლმაზ ალიევა, ალიდა მამედოვა და ტარანა ვალიევა. ამ მასწავლებლებს ვულოცავთ და მომავალში უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაცია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203