როდინაულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ახალგაზრდულ ლიტერატურულ შოუში მიიღებს მონაწილეობას
06-10-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ახალგაზრდულ ლიტერატურულ შოუში „წიგნების თაროს“ მეთერთმეტე სეზონში მიიღებს მონაწილეობას.
როდინაულის საჯარო სკოლის გუნდის წევრები ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით გამოირჩევიან. ისინი კონკურსის დაწყებას სულმოუთქმელად ელოდებიან.
სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით და ლიტერატურულ შოუში წარმატებებს უსურვებს.