ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურსში ჩაერთვებიან
06-10-2021
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ახალგაზრდულ ლიტერატურულ შოუში „წიგნების თაროს“ მეთერთმეტე სეზონში მიიღებს მონაწილეობას.
ქობულეთის N2 საჯარო სკოლის გუნდის წევრები ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით გამოირჩევიან. ისინი კონკურსის დაწყებას სულმოუთქმელად ელოდებიან.
სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით და ლიტერატურულ შოუში წარმატებებს უსურვებს.