ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ლიტერატურულ შოუში მიიღებს მონაწილეობას
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ახალგაზრდულ ლიტერატურულ შოუში „წიგნების თაროს“ მეთერთმეტე სეზონში მიიღებს მონაწილეობას.
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის გუნდის წევრები ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით გამოირჩევიან. ისინი კონკურსის დაწყებას სულმოუთქმელად ელოდებიან.
სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით და ლიტერატურულ შოუში წარმატებებს უსურვებს.