თბილისის N67 საჯარო სკოლის გუნდი ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას
06-10-2021
თბილისის N67 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ახალგაზრდულ ლიტერატურულ შოუს - „წიგნების თარო“ მეთერთმეტე სეზონში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისის N67 საჯარო სკოლის გუნდის წევრები ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით გამოირჩევიან. ისინი კონკურსის დაწყებას სულმოუთქმელად ელოდებიან.
სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით და ლიტერატურულ შოუში წარმატებებს უსურვებს.