სამშვილდის საჯარო სკოლის პედაგოგებს - თამარა მარქარიანს და ელენე მუჯირიშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
06-10-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე მუდამ ზრუნავენ. სკოლის პედაგოგებმა - თამარა მარქარიანმა და ელენე მუჯირიშვილმა სტატუსი აიმაღლეს.
მასწავლებლებმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლის დირექცია თამარა მარქარიანს და ელენე მუჯირიშვილს ულოცავს ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.