ითხვისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგ დალი ფარქოსაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
06-10-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის მუდამ ზრუნავენ.

სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგს, დალი ფარქოსაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

თანამშრომლები დალი ფარქოსაძეს ამ წარმატებას ულოცავენ და მისალოც წერილს ავრცელებენ:

„ითხვისის N1 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი ვულოცავთ დაწყებითი კლასის მასწავლებელს, დალი ფარქოსაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203