
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავენ.
სკოლის სამმა პედაგოგმა - თამილა ჯიჯელავამ, მარინა ახალმოსულიშვილმა და თამარ აფციაურმა სტატუსი აიმაღლა.
პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლის ადმინისტრაცია თითოეულ მათგანს ულოცავს ამ წარმატებას და კიდევ უფრო მეტ წინსვლას უსურვებს.