აღვის საჯარო სკოლის პედაგოგების 80% უკვე აცრილია - სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების სრული დაცვით, განაახლა
06-10-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლის პედაგოგების 80% უკვე აცრილია. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.

პედაგოგებს ყოველ ორ კვირაში ტესტირება COVID-19-ზე უტარდებათ. ამასთანავე სკოლაში მოწესრიგებული და მომარაგებულია სადეზინფექციო ხსნარები და სხვა ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებები.

„გაცნობებთ რო აღვის საჯარო სკოლის პედაგოგების 80%  აცრილია. ამასთან ერთად  ყოველ ორ კვირაში უტარდებათ ტესტირება COVID-19-ზე. ასევე, სკოლა არის მოწესრიგებული და მომარაგებული სადეზინფექციო ხსნარებით, საპნებით და სხვა  ჰიგიენური საშუალებებით. მკაცრად ვიცავთ კოვიდრეგულაციებს აქედან გამომდინარე ვთვლით რომ სკოლა არის უსაფრთხო“, - წერია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203