საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსწავლეებისთვის ვიდეო კონკურსი გამოაცხადა
21-10-2016

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის ფარგლებში სკოლის მოსწავლეება უნდა გადაიღონ ინტერვიუ ან რეპორტაჟი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კონკურსანტების მხრიდან ჯანსაღი კვების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჯანსაღი ფიზიკური აღზრდის პოპულარიზაცია და მავნე ჩვევების დაგმობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურის სახით. ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მოსწავლეს. 

ინტერვიუ ან რეპორტაჟი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის. 

გადაღება შესაძლებელია ნებისმიერი ტექნიკით და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 წუთს. 

კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და ძვირადღირებული საჩუქრები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203