ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა- კოლეჯმა „პროგრესმა“ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა
06-10-2021
5 ოქტომბერს მასწავლებლებმა პროფესიული დღე იზეიმეს. ეს დღე აღნიშნეს ამერიკულ საერთაშორისო სკოლა- კოლეჯ „პროგრესშიც“.

სკოლამ პედაგოგებს მათი დღე შემდეგი სიტყვებით მიულოცა:

„გილოცავთ! „საუკეთესო მასწავლებლები არიან ისინი, ვინც გიჩვენებენ სად უნდა გაიხედო, მაგრამ არ გეუბნებიან რა უნდა დაინახო“. 

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდაა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203