„ყოველთვის ასეთი ლამაზები და ბედნიერები ყოფილიყავით“-პაპოშვილების საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ
06-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ.

სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული.

დაწყებითი კლასის პედაგოგი შორენა ფუტკარაძე მოსწავლეებს განსაკუთრებით კი პირველკლასელებს ულოცავს სწავლის სკოლაში განახლებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„გილოცავთ ჩემო კუდრაჭებო სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას. განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს პირველკლასელებს. ყოველთვის ასეთი ლამაზები და ბედნიერები ყოფილიყავით. მაბედნიერებს თქვენი ჟრიამული და სიცილი. წარმატებით გევლოთ ცოდნის გზაზე და  მწვერვალები დაგეპყროთ. საამაყო და ღირსეულნი გაიზარდეთ. მიყვარხართ ძალიან“, - წერს შორენა ფუტკარაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203