„დადგა ბედნიერი დღე და ჩვენ დავუბრუნდით სკოლას“- მახალაკიძეების საჯარო სკოლამ დასწრებითი სწავლება განსაკუთრებული შემართებითა და ენთუზიაზმით დაიწყო
06-10-2021
ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დასწრებით ფორმატში განსაკუთრებული შემართებითა და ენთუზიაზმით იწყებს.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
მოსწავლეებს სკოლა წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
"შემოდგომა - წელიწადის უკანასკნელი და ყველაზე თვალწარმტაცი ღიმილია. ფრიდონ მახარაძის სახელობის მახალაკიძეების საჯარო სკოლაში დადგა ბედნიერი დღე და ჩვენ დავუბრუნდით სკოლას, საკლასო ოთახებს და სასწავლო პროცესს ვიწყებთ ღიმილით, შემართებით, მეტი ენთუზიაზმითა და მაღალი მოტივაციით. გილოცავთ ყველას, წარმატებული სასწავლო წელი გვქონოდეთ“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს