ალათუმანის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ შეხვდნენ
06-10-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად შეხვდნენ.
სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.
ადმინისტრაცია თითოეულ პირველკლასელს ულოცავს სწავლის დაწყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.