დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
06-10-2021
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლის დირექტორმა ნატო გვარლიანმა პირველკლასელებს ლეპტოპები გადასცა. მათი მასწავლებლები ინეზა მარგიანი და გვანცა რატიანი იქნებიან.
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. პედაგოგებმა სკოლის ეზო ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
თავად მოსწავლეებმა კი ლექსები საზეიმო ვითარებაში წაიკითხეს.
მოსწავლეებს სკოლა წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს