თბილისის N24 საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო იოსავას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მილანში გაიმართა
06-10-2021
თბილისის N24 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ნინო იოსავას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მილანში გაიმართა.
გამოფენაზე მოწვეული იყვნენ იტალიაში მცხოვრები ქართველები. ნამუშევრები მილანის მერობის კანდიდატმა ჯოვანი მოტამ დაათვალიერა.
სკოლა ულოცავს პედაგოგს ამ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.
„აგვისტოში, იტალიის ქალაქ მილანში, გალერეა Arcadia-ში იტალიაში მოღვაწე ია ფარნაოზისა და ჩვენი სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის, ნინო იოსავას ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე მოწვეულები იყვნენ საპატიო სტუმრები, იტალიაში მცხოვრები ქართველები, გამოფენა დაათვალიერა მილანის მერობის კანდიდატმა ჯოვანი მოტამ. წარმატებას ვუსურვებთ ქალბატონ ნინოს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს