„სიახლეებით სავსე წლები გაგეტარებინოთ ჩვენს სკოლაში“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ
06-10-2021

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ. სკოლის დირექციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სწავლის დაწყებას ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს:

4 ოქტომბერს, პირველკლასელთათვის პირველი ზარი სკოლის კედლებში დაირეკა! იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განაახლა! პირველკლასელებმა ახალი სასწავლო წელი სასკოლო გარემოში დაიწყეს!  პირველკლასელებო, მშობლებო, ოჯახის წევრებო - გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! ფეხბედნიერი, წარმატებული და სიახლეებით სავსე წლები გაგეტარებინოთ  ჩვენს სკოლაში“, - აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203