უშგულის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ
06-10-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ.

სკოლის დირექციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული.

აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი წელს ორმა მოსწავლემ - ანამარია დოლიძემ და დემეტრე ნიჟარაძემ შეაღეს.

დირექცია, ყველა მოსწავლეს ულოცავს სწავლის სკოლაში განახლებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„2021-2022 სასწავლო წლის პირველი დღე სკოლაში. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს, უპირველესად, ჩვენს პირველკლასელებს - ანამარია დოლიძესა და დემეტრე ნიჟარაძეს! ყველას ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ ! სულ მაღლა და მაღლა! სულ ზევით და ზევით!“ - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203