„გისურვებთ მხნეობას, ნებისყოფას და მოგიწოდებთ, ჩაუნერგოთ ბავშვებს წიგნის სიყვარული“- დარჩიძეების საჯარო სკოლა მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
06-10-2021
5 ოქტომბერს მასწავლებლებმა პროფესიული დღე იზეიმეს. თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ყველა მასწავლებელს ულოცავს ამ დღეს და პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლებისადმი მისალოც წერილს ავრცელებს:
„მასწავლებლობა უდიდესი საიდუმლოს გამხელას უნდა ჰგავდეს, მოძღვარი შეგირდისთვის მისანი უნდა იყოს, მისანი, რომელიც მას ბუნების საიდუმლოს ანდობს“. გილოცავთ მასწავლებლის დღეს, გისურვებთ მხნეობას, ნებისყოფას და მოგიწოდებთ, ჩაუნერგოთ ბავშვებს წიგნის სიყვარული და სათნოება, მხოლოდ ისაა მათი ბედნიერების საწინდარი“, - ნათქვამია დარჩიძეების საჯარო სკოლის მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს