ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს, მავილე გოგიტიძეს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
06-10-2021
5 ოქტომბერს მასწავლებლებმა პროფესიული დღე იზეიმეს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის  ბიოლოგიის წამყვან პედაგოგს, მავილე გოგიტიძეს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარაში 65 პედაგოგს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგს ულოცავს ამ დიდ წარმატებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს! ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატება.. სკოლის ბიოლოგიის წამყვან მასწავლებელს, მავილე გოგიტიძეს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას და ჯილდოს გაწეული შრომისათვის“, - აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203