„კიდევ ერთ ახალ თაობას დააფრთიანებს ინგა მასწავლებელი“ - ზედა საქარის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
06-10-2021
ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.
პირველკლასელ მოსწავლეებს პირველი მასწავლებელი ინგა კორბეზაშვილი-ქათამაძე შეეგება და სკოლაში სწავლის დაწყება მიულოცა.
პატარა მოსწავლეებს, სწავლის დაწყება სკოლის ადმინისტრაციამ მიულოცა და მისალოცი წერილი გაავრცელა:
„კიდევ ერთმა ახალმა თაობამ შემოაბიჯა ჩვენი სკოლის ცოდნის კედლებში. კიდევ ერთი ახალი თაობისთვის დაირეკა პირველი ზარი.. კიდევ ერთ ახალ თაობას შეიფარებს და დააფრთიანებს ინგა მასწავლებლი ამ „სიბრძნის აკვანში“! წარმატება და გამარჯვება მწვერვალისკენ მიმავალ თავგადასავლებით დახუნძლულ გზაზე მასწავლებლებსა და მოსწავლეებს“, - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს