ღვანკითის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
06-10-2021

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.

დირექტორმა, ელისო ჩიქოვანმა პატარა მოსწავლეებს სწავლის საკლასო ოთახებში დაწყება განსაკუთრებული სიყვარულით მიულოცა.

„ესეც ჩვენი პირველკლასელები. ცხოვრების ახალ გზასავალზე წარმატებებით გევლოთ “, - წერს ელისო ჩიქოვანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203