ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
06-10-2021
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დისტანციურ კონკურსში - ალექსი ჩალიგავა  (IX  კლასი), დათა ოთხოზორია (IX კლასი), იაკობი ბერია (IX კლასი), თეკლე ბერია (IX  კლასი), სალომე პერტაია (IX კლასი) და ქეთევანი ჟვანია (IX კლასი) მონაწილეობდნენ, კონკურსის შემდეგ ეტაპში - ალექსი ჩალიგავა (IX კლასი), იაკობი ბერია  (IX  კლასი), თეკლე ბერია (IX კლასი), სალომე პერტაია (IX  კლასი) და ქეთევანი ჟვანია (IX  კლასი). 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე მოსწავლეები „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 05 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჩხოროწყუელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203