ხიდრის საჯარო სკოლამ ხარაგაულის 2020 წლის „ეტალონი მოსწავლე“ და ისტორიის პედაგოგი წიგნებით დააჯილდოვა
06-10-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი დასწრებით ფორმატში აქტიურად დაიწყო. 

ხარაგაულის 2020 წლის  „ეტალონი მოსწავლე“ - გიორგი ლელაძე სწორედ ამ სკოლიდანაა. მას მოტივაციის ასამაღლებლად სკოლამ წიგნი გადასცა. 

ასევე, დაჯილდოვდა ისტორიის პედაგოგი თამარ თაბუკაშვილი, მან საჩუქრად ისტორიის ატლასი მიიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს.

„მოტივაციის ამაღლების მიზნით ხარაგაულის 2020 წლის ეტალონი მოსწავლეს - გიორგი ლელაძეს გადაეცა წიგნი-მედიცინის ცნობარი და ისტორიის მასწავლებელს თამარ თაბუკაშვილს ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსების ორგანიზება-ჩატარებისათვის ისტორიის ატლასი“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203