ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის მოსწავლე ნოდარიკო ძაძამიამ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
06-10-2021
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის მოსწავლე ნოდარიკო ძაძამია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის მოსწავლეს ოქროს სიგელი გადაეცა. 

შეგახსენებთ, რომ 05 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჩხოროწყუელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ჩხოროწყუელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203