ხიდრის საჯარო სკოლის პირველკლასელმა, მალხაზ ბერაძემ მამიდის ტრადიცია არ დაარღვია და სკოლაში ლამაზი თაიგულით მივიდა
06-10-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

პირველი დღე ჰქონდა სკოლაში მალხაზ ბერაძეს, რომელმაც მასწავლებელს ყვავილები მიართვა. ამით ოჯახმა არ დაარღვია გარდაცვლილი მამიდის ტრადიცია და სკოლაში ყვავილებით მივიდა.

სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა მას და ყველა პირველკლასელს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203