განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობს
06-10-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობს.
სკოლის მოსწავლე ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩაერთო.
„ბათუმის ახალგაზრდულ პოლიტიკაზე მომუშავე თემატური ჯგუფების მუშაობა 5 ოქტომბრიდან დაიწყო სულ 7 თემატური ჯგუფია შექმნილი. პირველი შეხვედრა გაიმართა მონაწილეობის ხელშეწყობის თემატურ ჯგუფში. დღევანდელი შეხვედრის ფასიტატორი იყო ნათია აფხაზავა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი. ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წლის 13 აპრილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. განსაკუთრებით მადლობა: შორენა ფაღავას, ვერიკო ზაქარიაძეს, ბათუმის ახალგაზრდული პოლიტიკის კოორდინატორები, ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტებს“, - წერს რომან სურმანიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს