მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგის ლიდერები-დარჩელის N1 სკოლის მოსწავლეების -და-ძმა ალექსანდრე და ანა კანკავების წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
06-10-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა -  და-ძმა ალექსანდრე და ანა კანკავებმა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

ზუგდიდის დისტანციური კონკურსის ფარგლებში ალექსანდრე კანკავამ 2021 წლის „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. 

ანა კანკავამ კი ზუგდიდის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ზუგდიდელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203