ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა პირველკლასელები საზეიმოდ მიიღეს
06-10-2021
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლამ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესი დასწრებითად, დროებით, სხვა სკოლის შენობაში განაახლა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
მოსწავლეებს სკოლა წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც დიდი სიხარულით შევხვდით დასწრებულ სწავლებას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს