ვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დასწრებით ფორმატში რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს
06-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დასწრებით ფორმატში რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
მოსწავლეებს სკოლა წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. სკოლა პედაგოგებს პროფესიულ დღესაც ულოცავს.
„ჩვენს სკოლაში ბავშვები და მასწავლებლები სიხარულით შევხვდით სკოლის განახლებას საკლოსო ოთახებში. ყველა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს სასკოლო მუშაობა. სკოლის დირექციამ პედაგოგებს მიულოცა მასწავლებლის საერთაშორისო დღე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს