დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში პირველკლასელები საზეიმოდ მიიღეს
06-10-2021
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
მოსწავლეებს სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„ძვირფასო მშობლებო, საყვარელო პირველკლასელებო! გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებულ, მშვიდობიან წელს. მშობლებო, გეამაყოთ თქვენი შვილების წინსვლით. სიყვარულითა და პატივისცემით სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი“,- წერს სკოლის დირექტორი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს