ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. სწავლის დასწრებითი ფორმით დაწყებას სკოლაში მომზადებულნი შეხვდნენ.
მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს.
სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელთათვის, რომელთაც პედაგოგები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დახვდნენ.
„განსაკუთრებულად გილოცავთ ჩვენო პირველო კლასელებო ცოდნის ტაძარში შემობრძანებას ჯანმრთელობას და წარმატებულ მომავავალს გისურვებთ ყველას!“, - ასე მიმართავს მასწავლებელი ელენე სტეფანიშვილი პატარებს.
იხილეთ ფოტო: