წეროვნის N3 საჯარო სკოლის პედაგოგ ინგა ხალიბეგაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
06-10-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ინგა ხალიბეგაშვილი საქართველოს დამსახურებული მასწავლებელის ტიტულის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსიც აქვს. 

სკოლა ულოცავს თავის პედაგოგებს ამ დიდ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

„მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი ინგა ხალიბეგაშვილი კიდევ ერთი საპატიო ტიტულის - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი - მფლობელია!
წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ კოლეგას, ბავშვების საყვარელ პედაგოგს!
ინგა იქნება ჩვენი პედაგოგიური კოლექტივისა და ზოგადად კოლეგების მოტივატორი - მუდმივი განვითარება, საყვარელი საქმისა და ბავშვებისათვის თავდადება დაუფასებელი და შეუფასებელი არასოდეს რჩება!
გილოცავთ, ინგა მასწავლებელო“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203