ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
06-10-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

მოსწავლეებს სკოლა წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია პირველკლასელებსა და თითოეულ მასწავლებელს სასწავლო წლის სკოლაში დაწყებას ულოცავს“,- წერს სკოლის ადმინისტრაცია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203