„მოვიდნენ, აახმაურეს სკოლის კედლები“- დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელები საზეიმოდ მიიღეს
06-10-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

მოსწავლეებს სკოლა წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

„მოვიდნენ, აახმაურეს სკოლის კედლები...
ფეხბედნიერი ყოფილიყოს პირველკლასელების შემოსვლა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში! მოსწავლეთა ჟრიამული არ მოაკლდეს ამ ძირძველ განათლების კერას“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203