„ღირსეულ მამულიშვილებად აღიზრდებიან 125 წლის ისტორიის მქონე სკოლაში“- ობუჯის თემის N1 სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ
06-10-2021
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლა პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს, ტორტზე ბავშვების სახელები დაიტანეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
სკოლაში ზეიმი არ ჩატარებულა, თუმცა მასწავლებლებმა რუსუდან მებონიამ და ნათია ნანეიშვილმა მოსწავლეებს დღე გაულამაზეს.
მოსწავლეებს სკოლა წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„ობუჯის N1 საჯარო სკოლაში რეალურად დაიწყო მეცადინეობა საკლასო ოთახებში. პანდემიის გამო სკოლაში ჩვეული ზეიმი არ ჩატარებულა, მაგრამ პირველკლასელებს მაინც საზეიმო ვითარებაში, "ტკბილი" სიურპრიზით შეხვდენ მათი მასწავლებლები რუსუდან მებონია და ნათია ნანეიშვილი. პატარების გაბრწყინებული თვალები, მათ მიერ მონდომებით ნათქვამი ლექსები საწინდარია იმისა, რომ ისინი კარგად სწავლით გაახარებენ მასწავლებლებს და მშობლებს და ღირსეულ მამულიშვილებად აღიზრდებიან 125 წლის ისტორიის მქონე სკოლაში“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს