აწყურის საჯარო სკოლის გუნდმა პედაგოგებს პროფესიული დღე ორიგინალურად მიულოცა
06-10-2021
5 ოქტომბერს მასწავლებლები პროფესიულ დღეს ზეიმობენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის გუნდმა პედაგოგებს პროფესიული დღე ვიდეორგოლით მიულოცა. 

ორიგინალური იდეის ავტორი მე-12 კლასის მოსწავლე სალომე გაჩეჩილაძე გახლავთ. 

„აწყურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, სალომე გაჩეჩილაძემ, ასეთი საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა. ჩვენი სკოლის გუნდი ყველა მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდაა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203